iOS დეველოპერი

09 აპრილი - 30 აპრილი

"კრედო ბანკი" დეველოპერების გუნდში აცხადებს iOS დეველოპერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** აპლიკაციის განვითარება სტრატეგიული პროექტისთვის
** ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზება და განხორციელება შეთანხმებულ დროში
** მაღალი ხარისხის კოდის წერა
** პროტოტიპების იმპლემენტაცია და ტესტირება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება objective-c/Swift პროგრამირების ენებში
** დიდ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** SQLite-თან მუშაობის გამოცდილება
** REST
** Core Data, Core Graphics, Core Animation, Core Location, AVFoundation
** სასურველია Alamofire, Realm (for SQLite) ბიბლიოთეკის ცოდნა
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე სამუშაო სივრცეს
** დინამიურ სამუშაო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდს
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

ჩვენს შესახებ:

სს  "კრედო ბანკი" არის  კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს 68 სერვისცენტრით საქართველოს 11 რეგიონში. ჩვენს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. კრედო ბანკი სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: CV@credo.ge სათაურით "iOS დეველოპერი", 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით.