გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების სისტემის მომსახურების ინჟინერი

22 მარტი - 22 აპრილი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის მომსახურების ინჟინრის ვაკანსიას.

სამუშაო აღწერილობა:

** ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირების (HVAC) სისტემების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კონტროლი და კვალიფიციური მომსახურება;
** მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა ენერგორესურსების ხარჯვის აღრიცხვა და მონაცემთა მიწოდება დადგენილი წესით; 
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და ტენდერების ჩატარებაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
** გათბობის და ვენტილაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** რუსული, გერმანული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია)
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა; 
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა; 
** ლოგიკური აზროვნება; პრობლემების გადაჭრის უნარი; 
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე წარმოადგინოთ საბუთები:

** ფოტოსურათი 3X4 1ც.; 
** დიპლომის ასლი; 
** პირადობის მოწმობის ასლი; 
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: თბილისი, ა. ყაზბეგის 16;

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13 აპრილი, 2018 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.