ავტო სესხის აგენტი

30 აგვისტო - 12 სექტემბერი

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: ავტო სესხის აგენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი 

ჩვენ გთავაზობთ: 

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

ჩვენ ვეძებთ: ახალგაზრდა, მოტივირებულ, ახალკურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, ეკონომიკური, ფინანსური ან შესაბამისი სპეციალობით, რომელთაც აქვთ სურვილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.

ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

** კრედოს პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება, კლიენტებისათვის ავტო სესხის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
** კლიენტისათვის პროდუქტის დადებითი მახასიათებლების გაცნობა;
** კლიენტების მოზიდვა; 
** დამამტკიცებელი პირი(ები)სთვის განაცხადის (სტრუქტურირებული სმს) გაგზავნის და კლიენტისაგან მოპოვებული სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით აქციებში მონაწილეობის მიღება; 
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულებაში დახმარების გაწევა; 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

(შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით.) 

** უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო/საფინანსო მიმართულებით;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ხალხზე ორიენტირებული პიროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
** გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 12 სექტემბერი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი