აგრო გაყიდვების ოფიცერი - გეგუთი, ფარცხანაყანები

18 თებერვალი - 18 მარტი

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: აგრო გაყიდვების ოფიცერი
სამუშაო ადგილი: გეგუთი, ფარცხანაყანები

ჩვენ გთავაზობთ: 

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

ჩვენ ვეძებთ: ახალგაზრდა, მოტივირებულ, ახალკურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სურვილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.

აუცილებელი მოთხოვნებია:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

** კრედოს პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება კონტრაქტორ მაღაზიებში;
** კლიენტისათვის საგანვადებო პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტისათვის პროდუქტის დადებითი მახასიათებლების გაცნობა;
** ინვოისის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალის ადმინისტრატორისათვის რეგისტრირებული ინვოისების მიწოდების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით აქციებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულებაში დახმარების გაწევა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, აუცილებლად სასურველი ვაკანტური პოზიციის მითითებით გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-მისამართზე CV@credo.ge 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 4 მარტი.