პრომო თანამშრომელი

29 მარტი - 29 აპრილი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას რესტორან "ქართული ღვინის პალატა"-ში პრომო თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 16:00

ძირითადი მოვალეობები: 

სტუმრებისთვის პროდუქციის შეთავაზება და მის რეკლამირებაზე ზრუნვა
სტუმრებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და აქციების გაცნობა

ძირითადი მოთხოვნები: 

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სქესი: მდედრობითი/მამრობითი
** ასაკი: 20 დან 30 წლამდე

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!