მზარეულის დამხმარე, გიდი, მემწვადე

29 მარტი - 29 აპრილი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა- ქედის ღვინის ქარხანა" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქედა
სამუშაო გრაფიკი: სრული

1. მზარეულის დამხმარე 

ძირითადი მოვალეობები: 

** მზარეულის დახმარება და პროდუქციის დამზადება
** ჰიგიენური ნორმების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები: გამოცდილება პურის გამოცხობაში ჩაითველბა უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

2. გიდი

ძირითადი მოვალეობები: 

** სტუმრების თავაზიანი დახვედრა და გამანსპინძლება 
** სტუმრისთვის პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება 
** სტუმრისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება 
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია 

ძირითადი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა 

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** თავაზიანი, ღიმილიანი და აქტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი

3. მემწვადე 

ძირითადი მოთხოვნები: 

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სქესი: მამრობითი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!