მოლარე-ოპერატორი

17 აპრილი - 17 მაისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: პატარძეული
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები: 

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება 
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. 

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!