მიმტანი

29 მარტი - 29 აპრილი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას რესტორან "ქართული ღვინის პალატა"-ში მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები: 

** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება (მწეველი/არამწეველი ადგილების შემთხვევაში მითითება)
** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები: 

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა 

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** თავაზიანი, ღიმილიანი და აქტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!