მცხობელი

17 აპრილი - 17 მაისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას "გურამიშვილის მარანში", მცხობელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები: 

** ნებისმიერი სახის ცომეულის მომზადება (საცხობად)
** პროდუქციის მომზადება რეცეპტის მიხედვით და ტექნოლოგიური პროცესების დაცვით
** ღუმელის, ცომსაზელი და სხვა მანქანა-დანადგარების გამოყენების წესების ცოდნა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** წესრიგის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნა: რესტორანში ან საცხობში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!