ჰოსტესი

29 მარტი - 28 აპრილი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას რესტორან "ქართული ღვინის პალატა"-ში ჰოსტესის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა 
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები: 

** რესტორნის სტუმრების თავაზიანი დახვედრა 
** სტუმრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება/შეთავაზება

ძირითადი მოთხოვნები: 

** ჰოსტესის/დამხვედრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა 

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** თავაზიანი, ღიმილიანი და აქტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!