გიდი

17 აპრილი - 17 მაისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო,  შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ველისციხე
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების თავაზიანი დახვედრა და გამასპინძლება
** სტუმრებისთვის კომპანიის წარდგენა, პროდუქციის გაცნობა და შემდგომ შეთავაზება
** ტურისტებისათვის თემატური პოზიტიური ინფორმაციის მიწოდება
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი  გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** თავაზიანი, ღიმილიანი და აქტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!