გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 700 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული ელ-ფოსტის შინაარსის დეტალური გაცნობა და დამკვეთისთვის ამომწურავი პასუხის გაცემა;
** გაყიდვებისთვის აუცილებელი სატელეფონო ზარების განხორციელება;
** გაყიდვების ბაზის ორგანიზება, კონტროლი;
** დამკვეთებთან და კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში; 
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!