გაყიდვების მენეჯერი

04 დეკემბერი - 04 იანვარი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასტუმროსა და კომპანიის ტურისტული ობიექტების გაყიდვების ეფექტური სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
** გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით, რეგულარული ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთან.

აუცილებელი მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება 
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, PowerPoint, Excel, Outlook).
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** პრეზენტაბელურობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი". კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!