მოლარე-კონსულტანტი

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

"ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

მოლარე-კონსულტანტი ესაჭიროება სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ბრენდის "SURF`N`FRIES"-ს (http://surfnfries.com/) ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში (facebook page)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** რესტორნის მენიუში არსებული კერძების მომზადება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** რესტორნის ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია კვების ობიექტში კონსულტანტად/მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** სწრაფი კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციური მდგრადობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 8-10 საათიანი ცვლა;
** სამუშაო დღეები: ყოველდღე, კვირაში 1 დღე დასვენება;
** ფიქსირებული ხელფასი: 500 ლარი + ბონუსი.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სწრაფი კვების რესტორნის მოლარე-კონსულტანტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.