"ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული კომპანიის კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
1. კომპანიის კომერციული საქმიანობის მართვა:
** გაყიდვების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
** გაყიდვების გუნდის მართვა;
** მსხვილ კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა;
2. გაყიდვებთან და კლიენტებთან ურთიერთობის პროცესების ოპტიმიზაცია;
3. სხვა საკითხებზე მუშაობა, რაც კომპანიის საქმიანობის კომერციულ ასპექტებთან არის დაკავშირებული.
ძირითადი მოთხოვნები:
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება.
აუცილებელი თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1500 ლარი;
** ბონუსი: წმინდა მოგების 7%.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: cv@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კომერციული დირექტორი".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: +995 592 995555.
კომერციული დირექტორი
14 სექტემბერი -
14 ნოემბერი