კომერციული დირექტორი

14 სექტემბერი - 14 ნოემბერი

"ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული კომპანიის კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

1. კომპანიის კომერციული საქმიანობის მართვა:

** გაყიდვების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
** გაყიდვების გუნდის მართვა;
** მსხვილ კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა;

2. გაყიდვებთან და კლიენტებთან ურთიერთობის პროცესების ოპტიმიზაცია;
3. სხვა საკითხებზე მუშაობა, რაც კომპანიის საქმიანობის კომერციულ ასპექტებთან არის დაკავშირებული.

ძირითადი მოთხოვნები:

** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1500 ლარი;
** ბონუსი: წმინდა მოგების 7%.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: cv@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კომერციული დირექტორი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: +995 592 995555.