გაყიდვების მენეჯერი

04 დეკემბერი - 04 იანვარი
საგზაო-სამშენებლო კომპანია "ჯეუ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დაგეგმვა;
** კლიენტთა მონაცემთა ბაზის განვითარება;
** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება;
** გაყიდვების პროცესის სრული კონტროლი (მოლაპარაკება, კონტრაქტის მომზადება პროდუქციის შეკვეთა, ლოჯისტიკის პროცესის უზრუნველყოფა და ა.შ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება (საგზაო-სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.jeugroup@gmail.com 2018 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.