კომპანია "აისტაილი" წარმოადგენს "Apple"-ის ბრენდის პროდუქციის რეალიზატორს საქართველოში. "აისტაილი" არის თავის სფეროში ყველაზე სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანია, მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. კომპანიის საკადრო პრიორიტეტია ახალგაზრდა პერსპექტიული კანდიდატების შერჩევა და შემდგომში მათი პროფესიული ზრდა და განვითარება.
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** ინგლისური ან/და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** Apple-ის პროდუქციისა და iOS/Mac OS პროგრამული სისტემების ცოდნა;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** დადებითი პიროვნული თვისებები;
** ასაკი: 18-დან 30 წლამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** Apple-ის პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა და ტექნიკური და პროგრამული მონაცემების ახსნა;
** მომხმარებლისათვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება და გაყიდვა;
** პროგრამული მომსახურების გაწევა;
** სიახლეების მუდმივ რეჟიმში მოძიება და დანერგვა;
** მერჩენდაიზინგი.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
** კვირაში 4 დღე (10:00-22:00);
** შესვენება: დღეში 2-ჯერ 30-30წთ;
** ანაზღაურება: 501-1000 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად.
თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@istyle.ge და "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებებს!
ვებ გვერდი: www.istyle.ge
პროგრამული კონსულტანტი
04 სექტემბერი -
04 ოქტომბერი