პრომო გოგონა

24 აპრილი - 24 მაისი

კომპანია "იფქლი" 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. "იფქლის" პოპულარობას განაპირობებს მაღალი ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება და ცხობის მრავალწლიანი ტრადიცია. დღესდღეობით, კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულს, რომლითაც თბილისი, გორი, რუსთავი, მცხეთა და ქუთაისი მარაგდება. 

კომპანია "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგონას პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ ან მონათესავე სფეროში მინ. 1 წლიანი გამოცდილება (მაგ.: გაყიდვების აგენტი, გაყიდვების მენეჯერი);
** გამართული მეტყველების უნარი; 
** პრეზენტაციის უნარი; 
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

შესასრულებელი სამუშაო:

** პროდუქციის დეტალურად შესწავლა;
**მომხმარებლის პროდუქტით დაინტერესება; 
**კლიენტისთვის პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა.

დაინტერესების მსურველებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ipkli.com და სათაურის ველში - მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "პრომო გოგონა", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.