ჯანდაცვის მენეჯმენტის, რეგისტრატორის და ფარმაციის კურსები

27 თებერვალი - 27 მარტი

"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ ჯანდაცვის მენეჯმენტის, სამედიცინო რეგისტრატორისა და ფარმაცია-პარაფარმაციის სასერთიფიკატო პროფესიონალური დონის კურსებს - სტაჟირებით.

გაითვალისწინეთ: "ინტელექტ ცენტრს" მუშაობის 19 წლიანი გამოცდილება გააჩნია. ჩვენ მიერ მომზადებულები არიან სამედიცინო სფეროს რეგისტრატორ-ადმინისტრატორები, მენეჯერები და ფარმაცევტები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ მუშაობას შესაბამის სფეროებში.

რაიონში და სხვა ქალაქებში მცხოვრებ პირებს გთავაზობთ ინტენსიური კურსის გავლას და ჩვენს სასტუმროში - "მოგზაურთა სახლში" განთავსებას. თქვენთვის იმოქმედებს ფასდაკლება.

"მოგზაურთა სახლის" შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://www.facebook.com/pg/TravelersHouseTbilisi/photos/?tab=album&album_id=635617943435936

სტაჟირების პროგრამა დაეხმარება ჩვენს კურსდამთავრებულებს პრაქტიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს. ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.

1. ჯანდაცვის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

კურსის მიზანია მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ჯანდაცვის მენეჯერის მომზადება, რომელიც შეძლებს ეფექტურად მართოს ჯანდაცვის სფეროში არსებული მიმდინარე პროცესები.

მიზნობრივი ჯგუფები: ნებისმიერი, კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები; სტუდენტები, ჯანდაცვისა და სადაზღვევო კომპანიების პერსონალი, რომელთაც სურთ შეიძინონ ახალი სპეციალობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გახდნენ პროფესიონალი, მოთხოვნადი კადრი ჯანდაცვის სფეროში.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი:

** ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამა ეყრდნობა უახლეს, ევროპულ ტექნოლოგიებს ჯანდაცვის სფეროში და ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს;
** სალექციო კურსები მიმდინარეობს უახლესი საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და პრაქტიული, სიტუაციური ქეისების განხილვა-დამუშავების საფუძველზე;
** ჯგუფური სამუშაოები, დისკუსია, კრიტიკული ანალიზი, შესაბამის პროექტზე მუშაობა და პრეზენტაციები.

სასწავლო პროგრამა:

** ჯანდაცვის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები; 
** ორგანიზაციული მენეჯმენტი;
** ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და ჯანდაცვითი პროდუქტების მარკეტინგი,
** დაფინანსების ძირითადი პრინციპები;
** ჯანდაცვითი სერვისები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა/სადაზღვევო პაკეტები; 
** სადაზღვევო სამართალი, სახელმწიფო და რეგულირება;
** ფარმაცევტული პროდუქტები საქართველოს ბაზარზე და რეგულირების ძირითადი ასპექტები ;
** საექთნო საქმე - ჰოსპიტალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
** ფინანსური აღრიცხვა, სერვისის ფასწარმოება, დაწესებულების ბიუჯეტი და ძირითადი პრინციპები;
** სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეთიკა;
** ექიმის და პაციენტის უფლებები;
** სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა 100;
** ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები;
** ქეისების განხილვა;
** ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, დავალებები, გამოკითხვა, ინდივიდუალური პროექტების მომზადება.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები; ლექციები, პრაქტიკული მეცადინეობები, დისკუსიები, კონკრეტული შემთხვევების გარჩევა, საქმიანი თამაში, საშინაო დავალების სახით ინტერნეტში მოძიებული მონაცემების ანალიზი, პროექტის მომზადება/პრეზენტაცია, ტესტირება, გამოცდა.

ჩვენი კურსდამთავრებულები შეძლენენ: ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე მართვას, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ტექნიკას.

დასაქმების სფეროები: ჩვენი კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში; ჯანდაცვის სფეროს ორგანიზაციების წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე.

კურსის ხანგრძლივობა - 12 ლექცია; ლექციის ხანგრძლივობა 1.30წთ.
ღირებულება - 350 ლარი - ჯგუფში ერთ მონაწილეზე.

კურსს უძღვება: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზატორი, სერტიფიცირებული ტრენერი.

აღნიშნული კურსის ბოლოს გაიცემასარეკომენდაციო წერილი და შესაბამისი დონის დამადასტურებელი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერთიტიკატი.

კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირების პროგრამას.

2. სამედიცინო რეგისტრატორ-ადმინისტრატორის სასერტიფიკატო კურსი

კურსი გათვილია სამედიცინო სექტორში რეგისტრატორ-ადმინისტრატორად დასაქმებით დანტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის, რომელთაც სურთ მართონ ადმინისტრაციული საკითხები.

კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც კურსდამთავრებულს ხელს შეწყობს, უპასუხოს დამსაქმებლის მოთხოვნებს და შესაბამისად, გაზარდოს სამედიცინო სექტორში (სამედიცინო ცენტრებში, აბმულატორიული კლინიკებში, მრავალპროფილიან საავადმყოფოებში, სტომატოლოგიური კლინიკებში) დასაქმების შესაძლებლობა. 

კურსი მოიცავს პაციენტის მართვის ციკლს სამედიცინო დაწესებულებაში, რაც გულისხმობს:

** პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტები;
** პაციენტის უფლებები და მოვალეობები;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** დაზღვეული პაციენტის მომსახურების სპეციფიკა;
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
** ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება;
** დაწესებულების სერვისების პრომოცია.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სამედიცინო დაწესებულებაში ადგილზე მუშაობის სპეციფიკის გაცნობას, პაციენტების მომსახურებისა და მართვის პრქტიკულ საკითხებს, შესაბამისი უნარების გამომუშავებას. 

კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთვრებულებს გაეწევათ შესაბამისი რეკომენდაცია!

კურსდამთავრებულთა უპირატესობა: თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ დასაქმების პერსპექტივა, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კურსი უპრეცედენტოა, რადგან სრულად პასუხობს დამსაქმებლის მოთხოვნებს და ზრდის კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობას სამედიცინო სექტორში.

კურსის ხანგრძლივობა: 1თვე, 8 ლექცია - 2 საათიანი (კვირაში 2-ჯერ)
კურსის ღირებულებაა 300 ლარი. (ღირებულების გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)

შემდეგი ეტაპი - სტაჟირება - ერთთვიანი პრაქტიკა კლინიკებში! 

კურსს უძღვება: პრაქტიკოსი, სერტიფიცირებული ტრენერი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით.

აღნიშნული კურსის ბოლოს გაიცემასარეკომენდაციო წერილი და შესაბამისი დონის დამადასტურებელი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერთიტიკატი.

2. ფარმაციისა და პარაფარმაციის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი.

კურსი გათვლილია: ფარმაციით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. 

კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც კურსდამთავრებულს ხელს შეწყობს, უპასუხოს დამსაქმებლის მოთხოვნებს და შესაბამისად, გაზარდოს შესაძლებლობა ფარმაცევტული კომპანიებსა და აფთიაქებში დასაქმებისა.

კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს;

გაითვალისწინეთ:კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას აფთიაქებში, რაც მეტად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს!

სასწავლო პროგრამა:

** რა სურს დამსაქმებელს? რა ტიპის ცოდნა არის საჭირო ტესტირების დროს და რა ტიპის უნარების ფლობაა საჭირო გასაუბრების დროს;
** ERIX/OTIC - რა ნიშნით იყოფა რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები;
** ფარმაცევტის ძირითადი სამიზნე - OTIC პრეპარატები; 
** რას ნიშნავს ასორტიმენტის ბირთვი;
** ჩივილების მართვა სპეციალური ალგორითმების საშუალებით;
** დაზღვეული მომხმარებლისათვის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
** რა არის პარა ფარმაცია;
** ალგორითმები პარაფარმაციის პროდუქტების რეალიზაციისათვის;
** რეცეპტის ფორმა. როგორ ხდება რეცეპტით მომართული მომხმარებლის მომსახურება. სარეცეპტო პრეპარატების მოკლე მიმოხილვა; 
** რა არის ბრენდი და ჯენერიკი;
** რა განსხვავებაა ჯენერიკებს შორის;
** წამლის ფორმები, დოზები.

ძირითადი ფარმაკოლოგიური ჯგუფები: სადემონსტრაციოდ განვიხილოთ რა სქემით შეისწავლება ანტიჰისტამინური საშუალებები. 

ანტიჰისტამინური საშუალებები:

** პირველი, მეორე და მესამე თაობა. 
** Erix/otic, რა განსხვავებაა მათ შორის. გენერიული და სავაჭრო დასახელებები 
** ანტიჰისტამური პრეპარატების მოქმედების სქემის შედგენა 
** ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოშვების ფორმები. 
** ანტიჰისტამური პრეპარატის სადემონსტრაციო ბუკლეტის შედგენა.

პრაქტიკული ნაწილში; მსმენელები გაეცნობიან სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა Apex-ს, შეისწავლიან სამკურნალო საშუალებების განაწილებას, შენახვის პირობების დაცვას, მომხმარებლებთან ურთიერთობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და მომსახურებას.

კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ერთი კურსდამთვრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ.

პარაფარმაცია: 

** ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე იზრდება მოთხოვნილება ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების კვალიფიციურ კონსულტანტებზე აფთიაქებში, პარფიუმერულ ქსელებში და სხვა სახის სავაჭრო დაწესებულებებში.
** ტრენინგის თემატიკა და სწავლების მეთოდი ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება ბავშვთა, მოზარდების და მოზრდილების, ქალების და მამაკაცების ჰიგიენის და კოსმეტიკური საშუალებების შესწავლასა და კვალიფიციური კონსულტაციების გაწევაში. 

კურსდამთავრებულთა უპირატესობა:

** კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ერთთვიან უფასო ან ფასიან პრაქტიკას აფთიაქებში.
** ჯგუფიდან ერთი საუკეთესო კურსდამთავრებული ერთთვიან სტაჟირებას გაივლის უფასოდ აფთიაქში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
** რეკომენდებული სტაჟიორი აგრძელებს მეორე თვეში ანაზღაურებად სტაჟირებას, რომლის შემდგომაც იწყებს მუშაობას.

კურსის ხანგრძლივობა:

12 ლექცია; ლექციის ხანგრძლივობა: 1სთ. 30წთ.
ღირებულება - 350 ლარი (თვეში 175 ლარი) - ჯგუფში ერთ მონაწილეზე
ფასიანი სტაჟირება: 150 ლარი.

კურსს უძღვება: მოწვეული პრაქტიკოსი ტრენერი, მოქმედი ფარმაცევტი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით. 

აღნიშნული კურსის ბოლოს გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და შესაბამისი დონის დამადასტურებელი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერთიტიკატი!

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან.

ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის, ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა.

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად.

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 19 წლიან გამოცდილებას!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი" 
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154, ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი" მე-4 სართული, ოფისი № 6 
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1