საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

09 ნოემბერი - 09 დეკემბერი

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა(ა)იპ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია", რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსიას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

** სექტორისთვის მნიშვნელოვან მოვლენებზე ადეკვატური რეაგირების მიზნით, სფეროსთან დაკავშირებული მიმდინარე სიახლეების მონიტორინგი;
** ასოციაციის წევრი კომპანიების მხარდაჭერა PR მიმართულებით: შესაბამის აქტივობებში აქტიური ჩართულობა, მათი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა, საჭირო ბეჭდური თუ სხვა სახის სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა, კონსულტაციის გაწევა PR მიმართულების განსაზღვრაში და სხვა;
** ასოციაციის წევრი კომპანიების სიახლეების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის შერჩეული გზებით გავრცელება;
** ასოციაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების გაშუქებაში მონაწილეობა, როგორც შიდა, ასევე გარე საკომუნიკაციო არხებით; მედიასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება/შენარჩუნება, პრესრელიზების, ანონსების მომზადება და შესაბამისი მედია საშუალებებისთვის მიწოდება; 
** ასოციაციის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; ფოტო/ვიდეო გადაღება, მასალის გავრცელება, დაარქივება/სისტემატიზაცია;
** ასოციაციის ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მართვა, სიახლეებისა და საჭირო ინფორმაციის დამუშავება და განთავსება;
** ორგანიზაციის ინფორმაციული/სარეკლამო მასალის შინაარსზე მუშაობა და დიზაინერთან ერთად ვიზუალის მომზადება;
** ასოციაციის იმიჯზე მუდმივი ზრუნვა; საჯარო განცხადებების გაკეთებისას სწორად გაწერილი მესიჯების მომზადება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისთვის სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის / ჟურნალისტიკის / მარკეტინგის მიმართულებით;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (შემოწმდება გასაუბრებაზე);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
** საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სტრესული სიტუაციების დაძლევის უნარი;
** გამართულად წერისა და მეტყველების კულტურა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გრაფიკი და ხელფასი:

** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
** ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2018 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!