ფონდების მოძიების სპეციალისტი

09 ნოემბერი - 09 დეკემბერი
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა  გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფონდების მოძიების სპეციალისტი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა(ა)იპ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია", რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" აცხადებს ფონდების მოძიების სპეციალისტის ვაკანსიას.

ფონდების მოძიების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობებია:

** ფანდრაიზინგის სტრატეგიის შემუშავება;
** როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;
** საგრანტო განაცხადებებისა და პროექტების მომზადება და დონორებისთვის შეთავაზება;
** პროექტის ფინანსური ანალიზი;
** საჭირო კონტაქტების დამყარება და ფანდრაიზინგისთვის ახალი იდეებისა და ხერხების აღმოჩენა; 
** ფანდრაიზინგისთვის საჭირო ინდივიდუალური შეხვედრებისა თუ ჯგუფური პრეზენტაციების მოწყობა.

ფონდების მოძიების სპეციალისტისთვის სავალდებულოა:

** დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** საგრანტო პროექტების წერის გამოცდილება;
** ინგლისური ენისა და კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ფონდების მოძიების სპეციალისტისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** გამართულად წერისა და მეტყველების კულტურა;
** კარგი პრეზენტაციის, მნიშვნელოვანი საკითხების ეფექტურად ხაზგასმის უნარი;
** ინდივიდუალური კვლევების წარმოების შესაძლებლობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** აღნიშნულ ვაკანსიაზე სამუშაოდ ვიწვევთ ფრილანსერებს, თავისუფალი განაკვეთით.

ანაზღაურება იქნება გამომუშავებადი - შეტანილი პროექტების მიხედვით; მოგებული პროექტები კი ანაზღაურდება ბონუსური სისტემით.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2018 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!