საწყობის ოპერატორი

10 ივლისი - 10 აგვისტო

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას საწყობის ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

"აი სი არ ტრეიდი" საერთაშორისო ბრენდების ტანსაცმელის ფეხსაცმლისა და აქსესუარების იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში, იგი აერთიანებს ბრენდულ მაღაზიათა ქსელს როგორიცაა ბატა, ბამბინო, კორსო იტალია, ეკკო, ჯეოქსი, ავ ლაბი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, პარფოისი, ოკაიდი, ჟაკადი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ექვემდებარება: საწყობის უფროსს 

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქტის მიღება, კონტეინერის დაცლა;
** საწყობში პროდუქტის განთავსება კოდების მიხედვით;
** პროდუქტის დაშლა-შეფუთვა, გადასატანად მომზადება და სატვირთო მანქანაში განთავსება;
** პროდუქციის გადატანა, ტრანსპორტირება;
** პროდუქტის გადატანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა და პროდუქტის სავაჭრო სახის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** საწყობის უფროსის მითითებით მიიღოს აღწერებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ყურადღებიანი, ორგანიზებული. 
** მართვის მოწმობა C კატეგორია ჩაითვლება უპირატესად;

დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 2019 წლის 22 ივლისისა და გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@icr.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: საწყობის ოპერატორი.