პროცესების მართვის მენეჯერი

12 აპრილი - 25 აპრილი

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია "აი სი არი" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ფეხსაცმლის მიმართულებაში.

"აი სი არ"-ი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. ფეხსაცმლის მიმართულებით კომპანია აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს როგორიცაა: "ბატა", "ბამბინო", "ეკკო", "ჯეოქსი", "სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა", "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა", "კორსო იტალია", "ავ ლაბი". კორპორაცია მართავს 60-მდე ფეხსაცმლის სავაჭრო ობიექტს, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა რეგიონებში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ექვემდებარება: ფეხსაცმლის მიმართულების პროექტის ხელმძღვანელს

პროცესების მართვის მენეჯერის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

** შესყიდული საქონლის ინვოისების მომზადება პროგრამული ფაილებისთვის;
** მიღებული საქონლის ატვირთვა პროგრამაში;
** მარაგების სისტემატიური მონიტორინგი და გადატანის საჭიროების განსაზღვრა;
** გაყიდვების პროცესის ყოველკვირეული მონიტორინგი და მართვა;
** გადატანების ატვირთვა პროგრამაში;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა კომპეტენციის ფარგლებში;
** ანგარიშების მომზადება კორპორაციაში დადგენილი წესით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში.
** პროფესიით საშუალო ან დიდ ორგანიზაციაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
** კომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** კომპიუტერული პროგრამების MS Excel-ის კარგად ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა სავალდებულოა.

დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 2019 წლის 25 აპრილისა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

კორპორაცია შერჩევის შემდგომი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შრჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წამატებას!