IT სპეციალისტი

13 თებერვალი - 12 მარტი

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას IT სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

"აი სი არ ტრეიდი" საერთაშორისო ბრენდების ტანსაცმელის ფეხსაცმლისა და აქსესუარების იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში, იგი აერთიანებს ბრენდულ მაღაზიათა ქსელს როგორიცაა "ბატა", "ბამბინო", "კორსო იტალია", "ეკკო", "ჯეოქსი", "ავ ლაბი", "სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა", "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა", "პარფოისი", "ოკაიდი", "ჟაკადი".

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სტრუქტურული ერთეული: ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ექვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ობეიქტების კომპიუტერული ტექნიკის, სალარო აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა; 
** კომპანიის შენობა-ნაგებობებში კომუნიკაციების- (ინტერნეტი, სატელეფონო კავშირი...) ფუნქციონირების უზრუნველყოფა და შესაძლო რისკების პრევენცია;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი...) ინსტალაცია, გამართვა;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემებს იდენტიფიცირება და ხარვეზების აღმოფხვრა;
** პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
** ოპერაციული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება, კონფიგურირება და მომსახურება;
** კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად ანაგარიშის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; 
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების Windows XP/7/8.1/10, Vista 7/8/10 ცოდნა;
** Computer Hardware მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office კლიენტ აპლიკაციების ცოდნა;
** ქსელური მოწყობილობების მონტაჟი და მარტივი კონფიგურაცია (Router, Switch, Cables)
** Linux ზოგადი ცოდნა;
** NVR/DVR მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია და საკუთარი ავტომობილი:

დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 2019 წლის 25 თებერვლისა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@icr.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "IT სპეციალისტი".