ბუღალტერი

12 აპრილი - 22 აპრილი

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია შპს "აი სი არ ტრეიდი"-ი აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობა და ამოცანები:

** პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** RS პორტალზე მუშაობა;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** ბუღალტრად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა 
** MS Excel -ის კარგად ცოდნა. 
** ERP (Microsoft Dynamics Navision) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე კონცენტრირება

დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 2019 წლის 22 აპრილისა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV ფოტო სურათთან და 2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებთან ერთად) მისამართზე: vacancy@icr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კორპორაცია შერჩევის შემდგომი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.