Front End დეველოპერი

27 მარტი - 27 აპრილი

"Hotel Hub" არის სასტუმროებისა და ტრანსფერების ჯავშნების ონლაინ პლატფორმა. სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში.

"Hotel Hub" მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 100+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში; ჩვენი ფილოსოფია მარტივია - ჩვენ გვიყვარს საკუთარი საქმე. ჩვენ ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ჩვენს სტუმრებს. 

პოზიცია: Front End Developer

სამუშაოს აღწერილობა:

** სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** არსებული სისტემის ფუნქციონალის გარჩევა და საჭიროების შემთხვევაში არსებული კოდის, არქიტექტურის გაუმჯობესება.
** სამუშაო ჯგუფთან ერთად ამოცანების დაგეგმვა და ხარისხიანი პროდუქტის გამოშვების უზრუნველყოფა. 
** არსებული და ახალი სისტემების ავტომატური ტესტებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში. 
** სამუშაო პროცესის მუდმივ გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობის აღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ინჟინერიის, პროგრამული განვითარებისა და უზრუნველყოფის, ან მსგავსი ტექნიკური მიმართულებით;
** ვებ დეველოპმენტში 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
** ტექნიკური-პროფესიული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა;
** პროგრამული ენების და ტექნოლოგიების ცოდნა: JavaScript, Angular & Typescript, HTML5, CSS3 SASS;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი ფლატფორმების ცოდნა: GIT, VSTS, JIRA ...
** სასურველია გამოცდილება ტურიზმის ინდუსტრიაში;
** სასურველია Agile და Scrum-ით მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** კრეატიული;
** დროის მართვის უნარი;
** სწორი, დროული და საქმიანი კომუნიკაციის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** სასიამოვნო და მყუდრო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამითა და საკომუნიკაციო ხარჯების უზრუნველყოფით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ინტერვიუები დაიგეგმება რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!