სასტუმროს ადმინისტრატორი

29 აპრილი - 29 აპრილი
სასტუმრო "სოლომონი" აცხადებს კონკურს სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი ხახანაშვილის ქ. N10

კატეგორია: ადმინისტრაცია
სამუშაო განრიგი: ყოველ მესამე დღეს (24 საათი)
ხელფასი: შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18-დან 45 წლამდე;
** ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების - Word, Excel, Internet მოხმარებისა და სარგებლობის უნარი.

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დავალებების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

ძირითადი მოვალეობები: 

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** სატელეფონო ზარების პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotelkutaisi@gmail.com

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 აპრილი.