დამხმარე ბუღალტერი

16 თებერვალი - 16 მარტი

კომპანია "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center", აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00-18:00, შაბათს - 10:00-14:00.
ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბუღალტერია, ფინანსები და საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Word; Excel; Outlook);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა Oris-ის ცოდნა;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი და შედარებების წარმოება;
** სისტემიდან საჭირო ფინანსური და ანალიტიკური ანგარიშგებების ამოღება, დამუშავება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
** ნაღდ ფულთან მუშაობა;
** Rs.ge-ზე და საბუღალტრო პროგრამა Oris-ში მუშაობა;
** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სხვა მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე ბუღალტერი".

"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: City Avenue და City Center

გისურვებთ წარმატებებს