ტურ-ოპერატორი

07 დეკემბერი - 07 იანვარი

ტურისტული სააგენტო "Hot Travel" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ტურპაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება, დაგეგმვა და ორგანიზება
** გიდის, ტრანსპორტის, კვების ობიექტების და განთავსების ობიექტების შერჩევა
** ტურის მიმდინარეობის კონტროლი
** სამოგზაურო დოკუმენტაციის, ტურის პროგრამის მომზადება, მომსახურე გუნდისათვის (გიდი, მძღოლი, ტურის გამყოლი)
** სერვის მომწოდებლების შერჩევა, მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, მათგან მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღება
** ტურისტული პროდუქტის შექმნა მსოფლიოს ქვეყნების მიმართულებით და მათი რეალიზება
** Online დაჯავშნის სისტემებში მუშაობა
** ავიაბილეთების სისტემაში მუშაობა
** სასტუმროების დაჯავშნის სისტემაში მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება (სასურველია) ტურიზმის განხრით
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

გამოსაცდელი ვადა 2 კვირა
ხელფასი გამოცდილების მიხედვით + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: Hottravelgeorgia@gmail.com