"ბრიკორამა" - ფრანგული სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი,45 წლიანი გამოცდილების ფრანგული ბრენდი უკვე საქართველოშია.
ბრიკორამა" არის DIY (#აკეთე შენით) კონცეფციის სითი ფორმატის ჰიპერმარკეტი, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს.
ჰიპერმარკეტ "ბრიკორამა"-ში 45 000 სხვადასხვა პროდუქტია წარმოდგენილი, რომლის 80%-ს იმპორტირებული საქონელი წარმოადგენს. საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც "ბრიკორამა" დამკვიდრდა.
"ბრიკორამა" გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მოლარე-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** Apex პროგრამის ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს და გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კმპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: administration@bricoramacaucasus.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მოლარე
10 აპრილი -
10 მაისი