მოლარე

10 აპრილი - 10 მაისი

"ბრიკორამა" - ფრანგული სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი,45 წლიანი გამოცდილების ფრანგული ბრენდი უკვე საქართველოშია.

ბრიკორამა" არის DIY (#აკეთე შენით) კონცეფციის სითი ფორმატის ჰიპერმარკეტი, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. 

ჰიპერმარკეტ "ბრიკორამა"-ში 45 000 სხვადასხვა პროდუქტია წარმოდგენილი, რომლის 80%-ს იმპორტირებული საქონელი წარმოადგენს. საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც "ბრიკორამა" დამკვიდრდა. 

"ბრიკორამა" გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; 
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება 
** მოლარე-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 
** Apex პროგრამის ცოდნა 
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს და გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კმპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: administration@bricoramacaucasus.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.