ბეტონშემრევის მძღოლი - რეზერვი

23 აპრილი - 23 მაისი

"ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი" მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში. 

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბეტონმზიდის მძღოლის (რეზერვი) თანამდებობაზე ბეტონის წარმოების ქარხნებში თბილისში. 

ძირითადი მოვალეობები: 

** პროდუქციის (ბეტონის) გადაზიდვა;
** ჩაბარებული ავტომანქანის მოვლა/ზედამხედველობა;
** საწვავ-საპოხი მასალის დონის მუდმივი კონტროლი;
** ავტომანქანის მცირე მექანიკური სამუშაოების ჩატარება კომპეტენციის ფარგლებში (რემონტი);
** ავტომანქანის რეგულარულად რეცხვა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა, კატეგორია B, C;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე;
** დეტალებზე ორიენტირება, პუნქტუალობა;
** მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy_rmc@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 3 მაისისა, 2019. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ბეტონშემრევის მძღოლი.