გაყიდვების აგენტი/სტაჟიორი

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

დასუფთავების კომპანია "ჰენდი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას (დასაქმების პერსპექტივით) გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სტაჟრების ხანგრძლივობა: 2 თვე
სტაჟირების ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, გაყიდვების გეგმის შემუშავება, კონტროლი და შესრულება;
** შესაბამისი გაყიდვების არხების განსაზღვრა და პროდუქტების შექმნა; 
** ბაზარზე არსებული ცვლილებების ანალიზი და ინფორმაციის მართვა;
** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან;
** მონაცემთა ბაზის შემქნა და მუდმივი განახლება;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება,მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი;
** მუდმივი კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი..

პიროვნული მახასიათებლები:

** წერითი და გამართულად მეტყველების უნარები; 
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა, 
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: handy.georgia.hr@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "გაყიდვების აგენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

რეზიუმეების გადმოგზავნის ბოლო ვადაა: 2018 წლის 1 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებებს!