ტენდერი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე

19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ღია ტენდერს ბანკის ავლაბრის ფილიალის სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.

სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N54. 
გასარემონტებელი ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 227,06 მ2.

შესასრულებელი სამუშაო მოიცავს: 

** ოფისის ინტერიერის (კედლების, ტიხრების, იატაკების, და ა.შ.) სარემონტო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გაყვანას, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს. 
** სამუშაოს დასრულების ვადა: 2018 წლის 15 ნოემბერი.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას. 

სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (http://www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს "ხალიკ ბანკი საქართველო"-ს სათაო ოფისი. 

განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 28.09.2018წ. 12:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისში, შარტავას ქ. N 40, ან ელექტრონულ მისამართზე akavtaradze@hbg.ge

სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 28.09.2018წ. 17:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ტელეფონზე: 2240707(*183).

საკონტაქტო პირი: 

ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.
ანა ქავთარაძე 224 07 07 (*183), e-mail: akavtaradze@hbg.ge