სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ფილიალში საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, სამართალმცოდნეობის ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
** სავალდებულოა საბანკო სფეროში საკრედიტო ან/და საკრედიტო ადმინისტრირების ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის კუთხით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომიტეტის სხდომის ოქმების შედგენის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (სალაპარაკო, წერილობითი, საკომუნიკაციო) და უცხო ენების ცოდნა (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
უნარები:
** კოლექტიური მუშაობის უნარ-ჩვევები
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ძირითადი მოვალეობები:
** საკრედიტო ადმინისტრირების პროცესების წარმოება და ორგანიზაცია (ყველა სახის საცალო და ბიზნეს დაკრედიტება)
** საკრედიტო დოსიეს ფაილინგი სესხის სრულ დაფარვამდე
** საკრედიტო პროდუქტებისა და დოკუმენტური ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა, წარმოება და კონტროლი
** საკრედიტო ადმინისტრირების საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებული შიდანორმატიული დოკუმენტებისა და წერილობითი მითითებების შესრულება
** საბანკო პროგრამის მოდულში მონაცემთა ბაზის მართვა და კონტროლი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ფოტოსურათით (3X4) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საკრედიტო ადმინისტრატორი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 თებერვალი, 2018 წ.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
საკრედიტო ადმინისტრატორი - ქუთაისი
08 თებერვალი -
08 მარტი