.NET დეველოპერი

04 ნოემბერი - 15 ნოემბერი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სათავო ოფისში .Net დეველოპერის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი ბანკის თანამშრომელი;
** შესაძლებლობას იმუშაოთ ისეთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტში, როგორიც არის ძირითადი საბანკო სისტემის განვითარება;
** შემოქმედებით თავისუფლებას იმისთვის, რომ გადაჭრათ რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრი ან მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** Oracle PL/SQL-ის გამოყენების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** .Net პროგრამირების ენის გამოყენების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** IIS-ის გამოყენების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ASP.. NET და Entiry Framework-ის ცოდნა;
** ბანკში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული პროგრამული პროექტების გარჩევა, გაანალიზება და ცვლილებების განხორციელება;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულების და სისტემების შექმნა და დანერგვა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

უნარები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარ-ჩვევების ქონა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge და ელექტრონული წერილის თემის გრაფაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Net დეველოპერი".

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი 2019 წ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობა თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!