მხარდაჭერის მენეჯერი

25 მაისი - 24 ივნისი

კომპანია "GOODWEB" არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა და შექმნილია ტექნოლოგიის სფეროში წარმატებით მოღვაწე 10 წლის გამოცდილების მქონე გუნდის მიერ.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კადრს მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე, რომლის ძირითადი მოვალეობები იქნება: 

** მომხმარებლების პორთფელის მხარდაჭერა
** მომხმარებლების მოთხოვნის დამუშავება 
** მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში პროგრამირების ** დეპარტამენტისთვის ტექნიკური დავალების გადაგზავნა. 
** საიტის პირველადი გამართვა
** ტრენინგის ჩატარება
** მიმდინარე პროცესების მონიტორინგი

თუ შენ: 

** ხარ აქტიური და კომუნიკაბელური 
** ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე
** გაქვს გამოცდილება მომსახურების სფეროში მუშაობის 
** მოგწონს მომხმარებლებთან ურთიერთობა
** შეგიძლია არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება
** შეგიძლია დროის კარგად ორგანიზება
** და გსურს გახდე საინტერესო და ინოვაციური გუნდის წევრი

მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!

გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე http://joinus.gweb.ge ან გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე vacancy@goodweb.ge 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.