სტაჟირება იურიდიულ და AML განყოფილებაში

18 სექტემბერი - 18 ოქტომბერი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ და AML განყოფილებაში

ძირითადი მოვალეობები: 

** რეგრესული სარჩელების მომზადება/წარმოება (თანდართული დოკუმენტაციის მომზადება); 
** მარტივი სარჩელების წერა სამსახურის უფროსის უშუალო კოორდინაციით;
** სასამართლოსთან ურთიერთობა (დოკუმენტაციის ჩაბარება, საქმის მიმდინარეობის კოორდინირება, თანაშემწეებთან კომუნიკაცია; 
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით (გამოგვეხმაურეთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც); 
** უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს სტაჟირების გამოცდილებით საადვოკატო ბიუროში, ნებისმიერ კერძო ან/და საჯარო სტრუქტურაში სამართლის მიმართულებით; 
** უპირატესობა მიენიჭებათ კადრებს რომელთან ჩაბარებული აქვთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები; 
** უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე (რუსული და ინგლისური (Advance Level);
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა; (Word, Excel, Power Point);

პიროვნული უნარები: 

** აზროვნების სისხარტე;
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მიზანდასახული; 
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა; 
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი ჩვენ გთავაზობთ: 

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშრომლობით, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 17 ოქტომბრისა აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!