სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პირადი ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ექიმის ასისტირება პაციენტის მიღებასა და მკურნალობაში;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** ოჯახის ექიმის მხარდაჭერა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 1 წლის გამოცდილება;
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშრომლობით, მაშინ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 17 აგვისტომდე აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
პირადი ექიმის ასისტენტი
17 ივლისი -
17 აგვისტო