პირადი ექიმის ასისტენტი

17 ივლისი - 17 აგვისტო

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პირადი ექიმის ასისტენტის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები: 

** ექიმის ასისტირება პაციენტის მიღებასა და მკურნალობაში; 
** დოკუმენტაციის წარმოება; 
** ოჯახის ექიმის მხარდაჭერა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში; 
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი სამედიცინო განათლება; 
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 1 წლის გამოცდილება; 
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; 
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა. 

პიროვნული უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ: 

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; 

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშრომლობით, მაშინ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 17 აგვისტომდე აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!