დიზაინერი

25 დეკემბერი - 25 იანვარი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
ანაზღაურება შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

ფუნქციები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფლაერების, პოსტერების, ბანერების, სხვა ნებისმიერი მოთხოვნილი დიზაინის მომზადება და საბეჭდი ფაილების შექმნა მწარმოებლებისათვის;
** არსებული დიზაინების ედიტირება და ადაპტირება;
** სხვა მასალებისთვის დიზაინის მომზადება საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად;
** საბეჭდი მასალების გამზადება, ელექტრონული პრეზენტაციების მომზადება;
** სხვადასხვა კამპანიებისთვის ყველა სახის საკომუნიკაციო მასალის ვიზუალის მომზადება (ბეჭდური მედიის, გარე რეკლამა, ბროშურები/ფლაერები, ფოტო-სტენდები, პოსტერები, პრესბანერები, სასაჩუქრე ატრიბუტიკის დიზაინი);
** ციფრული მედიისთვის ვიზუალების მომზადება;
** ბრენდირებისთვის იდეების მოძიება და შეფუთვისთვის ვიზუალების მომზადება;
** საიმიჯო მასალების მომზადება;
** PR-ღონისძიებებისთვის და სხვა დანიშნულების ვიზუალური მასალის მომზადება;

განათლება:

** უმაღლესი განათლება დიზაინის მიმართულებით;
** ორწლიანი სამუშაო გამოცდილება დიზაინის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 ან C1 დონე);
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office, Adobe Photoshop, Illustrator, InDesign და სხვ.);

უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კრეატიული აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** სწავლისა და განვითარების სურვილი
** გუნდურობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაგაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!