არა სიცოცხლის დაზღვევის უმცროსი ანდერაიტერი

08 ივნისი - 08 ივლისი

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. 

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას არასიცოცხლის დაზღვევის უმცროსი ანდერაიტერის თანამდებობაზე. 

უმცროსი ანდერაიტერი ანგარიშვალდებულია პროდუქტების განვითარების და ანდერაიტინგის განყოფილების უფროსის წინაშე.

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
ელ. ფოსტა: hr@benefits.ge
სამუშაო განაკვეთი: სრული, სამუშაო კვირა: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ზუსტი მეცნიერებების განხრით
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Power Point, Outlook)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმალური B2 დონე)
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში; სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო რისკების მართვის კუთხით 

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
** დისციპლინირებულობა და საიმედობა;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
** მათემატიკური/ტექნიკური აზროვნების უნარი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** არასიცოცხლის დაზღვევის კუთხით კომპანიაში შემომავალი მოთხოვნების რისკების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს: ცალკეული სახეობისთვის შესაბამისი განაცხადის, პირობების (ვორდინგი), პოლისის (პოლისის სერთიფიკატის), ფასწარმოქმნის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე გადაზღვევის საკითხების მოგვარება: ავტომატური გადაზღვევის მოგვარებაში მონაწილეობის მიღება, ცალკეული რისკებისთვის შესაბამისი გადაზღვევის მოძიება;
** პროდუქტების განვითარების ჯგუფთან ერთად არასიცოცხლის დაზღვევის ახალი პროდუქტების შემუშავება/არსებული პროდუქტის განვითარებაში მონაწილეობის მიღება; 
** მხოლოდ უშუალო უფროსის სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიაში მოქმედი სტანდარტების, წესების, პოლიტიკების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა;
** შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარსაწინაღმდეგო დაცვის წესებისა და ნორმების ცოდნა და დაცვა. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ორი რეკომენდატორის მითითებით (რეკომენდატორის სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, სამუშაო ადგილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@benefits.ge

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად: 

** I ეტაპი - რეზიუმეების პირველადი გადარჩევა, რაც გულისხმობს კანდიდატის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან;
** II ეტაპი - შერჩეულ აპლიკანტებთან ჩატარდება გასაუბრება 
** შერჩევის II ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც პირველადი სკრინინგის (აპლიკაციების გადარჩევა) შედეგად დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება განაცხადში მითითებული მობილური სატელეფონო ნომრის მეშვეობით.
** II ეტაპის დასრულების შემდეგ, კონკურსის საბოლოო შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.