მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი

17 ივლისი - 17 აგვისტო

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია " გირო კრედიტი", რომლის ძირითად საქმიანობას ფინანსური ოპერაციების წარმოება წარმოადგენს დაფუძნდა 2010 წლის 21 ოქტომბერს, კომპანიას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი რამაც კიდევ უფრო გაზარდა და გაამყარა მისი წილი ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. ამასთანავე გახდა სანდოობის მაღალი ხარისხის და ხელსაყრელი საკრედიტო პირობების მქონე ორგანიზაცია.

ვაკანსიის დასახელება: მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს, შესვენება ღამის საათებში - 3 საათი.
ანაზღაურება: 700 ლარიდან - ზემოთ, გეგმის შესრულების შემთხვევაში ერიცხება პრემიები და ბონუსები (ხელფასი მზარდია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა, სასურველია ბრილიანტის ცოდნაც;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები: 

** ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში; 
** ფაილინგის [მოპოვებული ინფორმაციის აღრიცხვის/დამუშავების/შენახვის] სწორად და სრულყოფილად წარმოება;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება; 

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: infogirocredit@gmail.com და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/