სამედიცინო წარმომადგენელი

19 ივლისი - 19 ოქტომბერი

"გეფა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ინოვაციური პროექტების განყოფილებაში.

მოვალეობები:

** კომპანიის მიერ მარკეტირებული პროდუქციის მახასიათებლების სრულფასოვნად ცოდნა;
** სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, ექიმებთან, სააფთიაქო პერსონალთან ვიზიტების განხრციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ სამედიცინო, სამეცნიერო თუ მარკეტინგული ინფორმაციის ჯეროვნად წარდგენა;
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზებაში მონაწილეობა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის პრეზენტაცია;
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანალიზი და რეპორტინგი;
** კომპანიის პროდუქტების პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური ან/და ალერგოლოგიური ხაზით)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** პრეზენტაბელურობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, მოტივირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია( რეგისტრაციის სპეციალისტი), რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.