სამედიცინო წარმომადგენელი

05 აპრილი - 05 მაისი

"ფარმადეპო/გეფა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე აჭარაში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 9:30-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება და ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი 
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება 
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.