ანაზღაურებადი სტაჟირება - გურჯაანი

14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "მისო ქართული კრედიტი" დაფუძნდა - 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის ქართული კრედიტი საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო ქართული კრედიტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.
ადგილმდებარეობა: გურჯაანი
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი, 2018 წელი

ვის ვეძებთ ჩვენ?

** ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით;
** მათ, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და შრომისმოყვარე, არის შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
** ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც სწავლასთან შეთავსებით სურთ სამუშაო გამოცდილების მიღება და ხელფასის გამომუშავება; 
** მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.

რა იქნება მთავარი მოვალეობა?

** კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური გეგმის შესრულება.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
** საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას;
** ახალი უნარების აღმოჩენას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს.

პოზიციის პირობები:

** 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

მოცემულ პოზიციაზე აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს სმარტფონს (რომლის საშუალებითაც მოხდება სასესხო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება და გაგზავნა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge 

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 15 ოქტომბრისა

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.