ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის სპეციალისტი

05 აპრილი - 05 მაისი

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის სპეციალისტის პოზიციაზე. 

"Georgian AirLink" არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. "Georgian AirLink"-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელსშესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება.

კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრისწილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს. 

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

სამუშაო აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** აბონენტების სატელეფონო ზარების მიღება და ტექნიკური მომსახურება;
** კომპანიის სერვისების პირველადი ტექნიკური დახმარება, დიაგნოსტირება და რეაგირება;
** აბონენტის პრობლემის ან მოთხოვნის შესაბამისად სათანადო განყოფილებასთან ზარის გადართვა / დაკავშირება და საჭიროებისამებრ ტექნიკური დავალების გაფორმება;

ტექნიკური მოთხოვნები:

** კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
** ქსელების ცოდნა (Comptia Network+ ფარგლებში);

სხვა მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სასურველია უცხო ენის (რუსული, ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული/არასრული/ღამის მორიგე;
** ანაზრაურება: 600 ლარიდან;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@airlink.ge

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.