სხვადასხვა

28 მარტი - 28 აპრილი

"Georgian AirLink" არის ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. 

Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება. კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდით მიაღწევს. 

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

კომპანია ეძებს კადრებს შემდეგი მიმართულებებით:

1. გარე გაყიდვების აგენტი

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ფლობა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ფლობა საბაზისო დონეზე.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** წერითი კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

შესაძლებელია სამსახურის სტუნდენტურ გრაფიკთან შეთავსება.
ანაზღაურება: ფიქსირებული 200 ლარი + ბონუსი

2. მძღოლი

მოთხოვნები:

** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 35-50 წელი

უნარები:

** პუნქტუალური
** ენერგიული
** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე.

ანაზღაურება მოლაპარაკებით: 500 ლარიდან

3. საწყობის თანამშრომელი

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** ქართული, ინგილისური და რუსული ენების გამართული ცოდნა;
** ასაკი: 28 წლის ზემოთ;
** სქესი: მამრობითი;

მოვალეობები: 

** საწყობის აღრიცხვა - პროდუქციის მიღება, ჩაბარება, გაცემა;
** საწყობის კონტროლი და აღწერა;
** საქაღალდე სამუშაოების წარმოება;

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** წერითი კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: 400-600 ლარი

4. ინსტალატორი

სამუშაოს აღწერილობა:

** ახალი აბონენტის ჩართვა;
** ოპტიკური და უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
** ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული 
ხარვეზის გამოსწორება;
** კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);

მოთხოვნები:

** სასურველია ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება,შედუღება,სადენის გაყვანა;
** სასურველია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა

სხვა მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა,
** პუნქტუალური,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება მზარდი: 300-350 ლარიდან

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე-CV (აუცილებელია დაურთოთ ფოტოსურათი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@airlink.ge; ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.