მძღოლი/დისტრიბუტორის დამხმარე

23 მაისი - 23 ივნისი

"გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი კომპანია სწრაფად პროგრესირებს, დღეს-დღეობით შესაძლებელი გახდა ჩვენს მომსახურეობაში ავტო ნაწილების სერვისის დამატებაც.

კომპანია აცხადებს მძღოლი - დისტრიბუტორის დამხმარეს ვაკანსიას.

** წლოვანება: 24-35 წლამდე
** სქესი: მამრობითი
** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია
** ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები: 

** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება 
** დისტრიბუტორის დახმარება
** კომპანიის კურიერული მომსახურება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარ-ჩვევები;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გუნდში მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანი 

ანაზღაურება: 700 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@gasgomotors.ge და "Subject"-ში მიუთითეთ მძღოლი დისტრიბუტორის დამხმარე. სასურველია თან დაურთოთ თქვენი ფოტოსურათი.